სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე სამართალწარმოების განყოფილებაში.
მდებარეობა: თბილისი, ა.ყაზბეგის გამზირი 12ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
· ჯანმრთელობის დაზღვევას
· დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის
· თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე
ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები:
· ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება;
· კომპანიის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობა სახელწიფო თუ არასახელწიფო ორგანოებში (მათ შორის: ყველა ინსტანციის სასამართლოში, არბიტრაჟში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში და მის ტერიტორიულ ორგანოებში, კერძო აღმასრულებელთან, ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოში და სხვა;)
· სამართალწარმობის ფარგლებში კომპანიის მომხმარებლებთან/საქმესთან დაკავშირებულ სხვა მხარეებთან ურთიერთობა, ასევე მათი განცხადებების/საჩივრების განხილვა და პასუხის მომზადება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში;
· წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით რეპორტების მომზადება და წარდგენა შესაბამისს უფლებამოსილ პირებთან;
· პრობლემურ საკითხზე იურიდიული დასკვნის მომზადება;
· სასამართლო პრაქტიკის/საკანონმდებლო სიახლეების მუდმივი მონიტორინგი და გაზიარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
· აუცილებელია უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
· აუცილებელია იურისტის/ადვოკატის პოზიციაზე (სამართალწარმოების მიმართულებით) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
· სასურველია ადვოკატთა და/ან მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
· უპირატესობა მიენიჭება ფინანსურ სექტორში მიღებულ გამოცდილებას;
· სასურველია ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2);
. სასურველია Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
დამატებითი უნარ-ჩვევები:
· ეფექტური კომუნიკაციის უნარი (წერითი; ვერბალური);
· დროის მართვის უნარი;
· ანალიტიკური უნარ-ჩვევები;
· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
· დეტალებზე ორიენტირებულობა.
>> სარეგისტაციო ბმული <<