Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს ,,ემჯეი მენეჯმენტი“ 2023 წლის 04 სექტემბერს დაარსდა საქართველოში არსებულ სადაზღვევო კომპანიებისთვის, ეფექტიანი და შედეგებზე ორიენტირებული იურიდიული მომსახურების გასაწევად.

 

ფუნქცია მოვალეობები

  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა კლიენტებისთვის;
  • კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
  • სასამართლო პროცესებზე წარმომადგენლობა;
  • მორიგებული საქმეების მართვა;
  • აღსრულების ეროვნულ  ბიუროსთან კომუნიკაცია;

 

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით
  • ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (აუცილებელია)
  • სამუშაო გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
  • სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება
  • გამოცდილება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაში
  • სადაზღვევო სამართლის ცოდნა (გამოცდილება ამ მიმართულებით უპირატესობად ჩაითვლება)
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • სამართლებრივი წერის კულტურა
  • უცხო ენა :ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) (უპირატესობად ჩაითვლება დამატებითი ენების ცოდნა)

 

პიროვნული უნარები

  • ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მაღალი ემოციური ინტელექტი

 

ანაზღაურება: შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2 კვირიან სტაჟირებას, სტაჟირების წარმატებით გადალახვის შემდეგ განისაზღვრება 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი, რომლის განმავლობაში კანდიდატს დაენიშნება ფიქსირებული ხელფასი. საბოლოოდ, წარმატებულ კადრებს დამატებით დაენიშნებათ საბონუსე სისტემა.

 

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV/ რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: careers@mjmanagement.ge

 

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

 

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ  ჩვენი ვებგვერდი: www.mjmanagement.ge და   LinkedIn-ის გვერდი: www.linkedin.com/company/llcmjmanagement/