Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.


Nexia Georgia აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას
ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.


Nexia Georgia აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტში. სტაჟირება მოიცავს სასწავლო პროგრამასა და პრაქტიკულ მუშაობას. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მოხდება სტაჟიორის დასაქმება.


სამუშაო განაკვეთი: სრული, უნივერსიტეტთან შეთავსებით.


მოთხოვნები:
• ფინანსური მიმართულებით უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
• Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• ანალიტიკური აზროვნება;
• გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე/CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „სტაჟირება ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის დეპარტამენტში".


გისურვებთ წარმატებებს!