Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაინტერესებს ტექნოლოგიები, გაყიდვები და გსურს გამოცდილება შეიძინო საერთაშორისო ბაზარზე? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

 

თუ შენ:

  • ფლობ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონეზე (სხვა ენების ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება);
  • კარგად ერკვევი საოფისე პროგრამებსა და Google-ის ინსტრუმენტებში;
  • ხარ კომუნიკაბელური, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • არ გაშინებს გამოწვევები და მზად ხარ აქტიურად ჩაერთო მრავალფეროვან სამუშაო პროცესში;
     

სტაჟირების პერიოდში შენ:

  • იმუშავებ პოტენციური კლიენტების მოძიებასა და მათთან კომუნიკაციის გამართვაზე;
  • ჩაერთვები საერთაშორისო და ადგილობრივ ტენდერებში;
  • მიიღებ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებსა და ვორკშოპებში;
  • დაეხმარები გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
  • განივითარებ პრეზენტაციის, მოლაპარაკებებისა და გაყიდვების უნარებს;
     

ჩვენ გთავაზობთ:

  • თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • მეგობრულ, კვალიფიციურ და განვითარებისკენ ორიენტირებულ გუნდს;
  • დასაქმების პერსპექტივასა და კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • რეალურ გამოცდილებას საერთაშორისო გარემოში.
     

 სტაჟირების ხანგრძლივობა: მაქსიმუმ 3 თვე
 სტაჟირება ანაზღაურებადია

 

გახდი საერთაშორისო გუნდის ნაწილი და შექმენი კარიერა ტექნოლოგიების სფეროში!

 

გაიგე მეტი ჩვენს შესახებ: www.fina2.net   იხილეთ პრეზენტაცია

 

 დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.

 

წარმატებებს გისურვებთ!