სტაჟიორი - ორგანიზაციული რისკების მართვის დეპარტამენტი, საკრედიტო რისკების მართვის განყოფილება
თბილისი, საქართველო
მდებარეობა/Location: სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი/Work Schedule: მოქნილი გრაფიკი
კომპანიის აღწერა
თიბისი არის ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის შეუცვლელი ნაწილია.
ჩვენი მრავალფეროვანი მომსახურება მოიცავს როგორც ციფრულ, ისე - ფიზიკურ სივრცეს. თიბისის თითოეული პროდუქტი გათვლილია მომხმარებლის თანამედროვე საჭიროებებზე.
ჩვენი მისიაა გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება.
სამუშაოს აღწერა
შენ იქნები გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საკრედიტო რისკების შეფასებას, სხვადასხვა საკრედიტო რისკებს მართვას და მათთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიების განვითარება/განახლებას.
შენ, როგორც სტაჟიორი:
- ჩაერთვები NBG/IFRS რეზერვირების პროცესის ავტომატიზაციასა და მენეჯმენტში.
- ჩაერთვები შედეგების გენერირებასა და კომუნიკაციაში.
- მონაწილეობის მიღებ როგორც კვარტლურ/წლიურ რეპორტინგში, ასევე ავტომატიზაციის პროექტებში.
- ჩაერთვები საკრედიტო მეთოდოლოგიების შემუშავება/განახლებაში.
კვალიფიკაცია
ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:
- გიყვარს დეტალების ანალიზი და ამავდროულად აკონტროლებ „big picture“-ს.
- ხარ შედეგებზე ორიენტირებული, ამასთანავე შეგიძლია მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო ატმოსფეროს შექმნა და პროცესის მართვა.
- ხარ გუნდის ძლიერი მოთამაშე და ამასთანავე იღებთ ინიციატივას და ლიდერობა გამოგდით. ხარ თავდაჯერებული კომუნიკატორი.
- გაქვს უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
- ფლობ ინგლისურ (სასურველია რუსულ) ენას მაღალ დონეზე.
- ფლობ MS Office პროგრამებს მაღალ დონეზე (MS Excel/Word/PowerPoint).
- ტექნიკური პროგრამების (მაგ. SQL, PBI, Python) და ფინანსების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თვქენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
დაინტერესების შემტხვევაში იხილეთ ბმული