Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სილქ დეველოპმენტი სილქ როუდ ჯგუფის შემადგენელი, (იხ. https://silkdevelopment.ge/ge/) საქართველოში უძრავი ქონების განვითარების წამყვანი კომპანიაა. ჩვენ ვქმნით თანამედროვე, მიმზიდველ და შთამაგონებელ პროექტებს საქართველოს ღირსშესანიშნავ ადგილებში. მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცნობილ საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან და მათთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული პროექტი მორგებული იყოს მდებარეობის უნიკალურ მახასიათებლებს, ისტორიას და ჰარმონიულად ერწყმოდეს გარემოს.

 

სილქ დეველოპმენტი ამჟამად გთავაზობთ ინვესტორებთან ურთიერთობის ანალიტიკოსის პოზიციაზე დასაქმების შესაძლებლობას:

ადგილმდებარეობა - თბილისი

სამუშაო განაკვეთი - სრული სამუშაო საათები - 10:00 – 19:00 სთ

ანგარიშვალდებულია: ინვესტორებთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელთან

დაქვემდებარებული პოზიცი(ები)ა: NA

 

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

• კომპანიებისფინანსური და საოპერაციო შესრულების ანალიზი;

• ინვესტიციებისფინანსური ანალიზი;

• პოტენციური ინვესტორებისთვის და სტრატეგიული კლიენტებისთვის, პრეზენტაციების მომზადება PowerPoint-ში;

• კომპანიის კაპიტალის საჭიროებების და ბაზრის ვითარების შეფასება;

• საინვესტიციო გადაწყვეტილებების პროცესის მხარდასაჭერად ფინანსური ინფორმაციის ანალიზი;

• ფინანსურ ინსტრუმენტებზე გავლენის შესაფასებლად: ფასების, უკუგების, სტაბილურობის, სამომავლო საინვესტიციო რისკების ტენდენციების, ეკონომიკური გავლენების და სხვა ფაქტორების ანალიზი;

• ფინანსური გამოცემების და სერვისების, საინვესტიციო ბანკების, სამთავრობო ორგანიზაციების, სავაჭრო გამოცემების, კომპანიის წყაროებისა და პირადი ინტერვიუებით მიღებული ინფორმაციის ანალიზის გზით ფუნდამენტური ეკონომიკური, ინდუსტრიული და კორპორაციული პროცესების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;

• ტრანზაქციებისა და გარიგებების აღსრულებისთვის ყველანაირი მასალის მომზადება;

• ფინანსური ანალიზის საშუალებით, ინვესტირების სამოქმედო გეგმების მომზადება;

• ფინანსური ანგარიშების (მოგება-ზარალი, ბალანსი, ქეშფლოუ) მომზადება;

• ჯგუფის ყველაფინანსური ინსტრუმენტის კოვენანტების მონიტორინგი;

• ხელმძღვანელის მითითებით სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.

 

უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით;

• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილებაფინანსების მიმართულებით;

• MS Office (Excel, Powerpoint) მაღალ დონეზე ცოდნა;

• ქართული და ინგლისური ენების მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;

• სასურველია Power BI-ის ცოდნა;

• პრეზენტაციის უნარი;

• დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

• ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე apply@silkroad.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შერჩევის შემდეგი ეტაპისთვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.