Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნესპროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკალავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვასა და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა   -  ი.თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება  -   ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი გაყიდვების სპეციალისტი

ხანგრძლივობა   -   6 თვე - კანდიდატები, რომლებიც სტაჟირების პროგრამას წარმატებით გაივლიან, დასაქმდებიან კომპანიაში

სამუშაო საათები   -  სრული სამუშაო გრაფიკი 10:00 – 19:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება: 13:00 – 14:00 

 

ფუნქცია/მოვალეობები

• პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვის პროცესში მონაწილეობის მიღება

• უშუალო მენეჯერის ზედამხედველობით პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია გამავალი ზარების/ელ ფოსტის საშუალებით

• პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრებზე დასწრება

• პარტნიორ კომპანიებთან, მათ შორის უკრაინელ პარტნიორებთან, კომუნიკაციის პროცესში ჩართულობა

• გაყიდვებთან დაკავშირებული სხვადასხვა სამუშაო ფაილების/დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება

• CRM სისტემაში პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის ადმინისტრირება

• გაყიდვების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება (განიხილებიან მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებიც)

• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• სასურველია რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• MS Office-ის პროგრამების ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

• მოლაპარაკების წარმოების უნარი

• პრეზენტაციის ჩატარების უნარი

• დროის ეფექტურად მართვის უნარი

• ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი

• ორგანიზებულობა

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I გასაუბრება

II პრეზენტაცია

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: ანაზღაურებადი სტაჟირება - უმცროსი გაყიდვების პეციალისტი

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10.04.2025

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.