Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს ,,აი სი არ ტრეიდში“  ვაცხადებთ 1 წლიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით.

 

დაისახე ამბიციური გეგმები და დაიწყე წარმატებული კარიერა სტაჟირებით ,,აი სი არ ტრეიდში“, ჩვენ მზად ვართ ინვესტირება მოვახდინოთ თქვენს წარმატებაში! 

 

სტაჟიორებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ შესყიდვების და ანალიტიკის გუნდების საქმიანობის სრულ პროცესში:

  • მონაცემთა ბაზებიდან ინფორმაციის ამოღება, დამუშავება და ანალიზი;
  • ყოველდღიური და პერიოდული რეპორტების გენერირება;
  • სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
  • გაანალიზებული დატის წარდგენა ხელმძღვანელთან ან/და გუნდთან;
  • საჭიროების მიხედვით კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან კომუნიკაცია და რეპორტების გაცნობა;
  • აქტიური ჩართულობა ბიუჯეტის, შესყიდვების, მარაგების მართვის კონტროლში.

 

შესყიდვების და ანალიტიკის გუნდში სტაჟირებისათვის საჭირო უნარები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის) შემდეგი მიმართულებებით - ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები, მათემატიკა ან სხვა მონათესავე სპეციალობა;
  • სავალდებულოა MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია BI (Business Intelligence) ანალიტიკურ პაკეტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენა - სრულყოფილად;
  • ინგლისური - კარგად.

 

რას გთავაზობთ:

  • “აი სი არ ტრეიდის“ პროფესიონალთა გუნდთან ერთად  ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილებას;
  • წარმატებული კარიერის შესაქმნელად აუცილებელი კომპეტენციების განვითარების შესაძლებლობას და პროფესიულ კავშირებს;
  • სამუშაო პროცესში სწავლებას;
  • პერსონალური განვითარების გეგმის, უკუკავშირისა და პროფესიონალ მენტორებთან მუშაობის საშუალებით, თქვენი პროფესიული განვითარების სწრაფ პროცესს;
  • 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
  • სრულ სამუშაო გრაფიკს (40 სთ/კვირაში), სალექციო საათების გათვალისწინებით;
  • 1000 GEL Gross თვიურ ანაზღაურებას.

 

წარმატებული სტაჟიორები მიიღებენ შეთავაზებას დასაქმების შესახებ.

შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ III-IV კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებზე, ასევე ახალ კურსდამთავრებულებზე.

 

შერჩევის პროცესი დაიყოფა ოთხ ძირითად ეტაპად:

I ეტაპი: ტესტირება (არითმეტიკა, ლოგიკა)

II ეტაპი: გასაუბრება

III ეტაპი: შეხვედრა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან

IV ეტაპი: Excel-ის ტესტი

 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა - 27 მარტი, 2025.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი, შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს კანონის- "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ,,აი სი არ“-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დაარქივებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. მიღებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება ორი წლის ვადით.