Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი აცხადებს ვაკანსიას ოპერაციების ადმინისტრაციული მენეჯერის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, ნ. ბოხუას #6

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 სთ

ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების შესაბამისად

 

ჩვენს შესახებ:

IT კომპანია ლაბ ტექნოლოჯი მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან  და სთავაზობს მომხმარებლებს  ისეთ IT გადაწყვეტილებებს როგორიცაა:

  • მონაცემთა სანახი სისტემები,
  • ქსელური გადაწყვეტილებები,
  • კიბერ უსაფრთხოება,
  • პროგრამული უზრუნველყოფა,
  • პერსონალური სისტემები
  • საინჟინრო მომსახურება

 

ჩვენი მომხმარებლები არიან მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები და სახელმწიფო სექტორი. ლაბ ტექნოლოჯი საქართველოში წარმოადგენს 20-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს როგორიცაა:

CISCO, DellEMC, HP Inc., Lenovo, NetApp, Hewlett Packard Enterprise, Palo Alto, Aruba, Nakivo, Extreme Networks and etc.

 

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტენდერებში მონაწილეობის მიღება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და სრული ციკლის მართვა;
  • დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, პროტოკოლების დამუშავება;
  • პროგრამა CRM-ში მუშაობა და მართვა;
  • ფინანსურ დეპარტამენტთან კომუნიკაცია;
  • გაყიდული ლიცენზიების მონიტორინგი;
  • ლოჯისტიკისთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
  • ბაზარზე არსებული სიახლეების მუდმივი გაცნობა და პროფესიული განვითარების, კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ხელშეკრულებებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ტენდერებზე მუშაობის გამოცდილება;
  • პროგრამა CRM-ში მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
  • მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების MS office სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული მახასიათებლები:

  • საქმიანი მოლაპარაკების/მიმოწერის წარმოების უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის კარგი უნარი;
  • სწრაფი რეაგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლიანი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პროფესიული კურსების დაფინანსებას;
  • აქტიურ გასვლით ღონისძიებებს და team building-ებს;
  • სტანდარტულ საშვებულებო დღეებთან ერთად დამატებით 12 დეი ოფს;

 

ჩვენი ოფისი:

მისამართი: თბილისში, ნოდარ ბოხუას 6

საიტი: www.lab.ge

სოც ქსელები: Facebook LinkedIn

ტელ: 032 229 06 09

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე: tinatin.mamisashvili@lab.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „ოპერაციების ადმინისტრაციული მენეჯერი“