Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს “ჰიდროდიაგნოსტიკა”, წამყვანი ქართული კომპანია საკონსულტაციო, საინჟინრო და ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სფეროში აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შემდგომი დასაქმების პერსპექტივით გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (GIS) უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

 

შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან 2-4 თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას შესაძლებლობა მიეცემათ დასაქმდნენ კომპანიაში და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით დაესწრონ სხვადასხვა ტრეინინგებსა და საერთაშორისო სემინარებს როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ.

 

კომპანია დაარსდა 2005 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე. კომპანიის ძირითადი მიმართულებებია:

• განახლებადი ენერგია და ჰიდროენერგეტიკა;

• ინფრასტრუქტურული პროექტები;

• წყლის რესურსები, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება

• საინჟინრო-სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი

• ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა დიაგნოსტიკა და უსაფრთხოების ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემები;

• გეო-ეკოლოგიური საფრთხეების შესწავლა, მონიტორინგი და ადრეული გაფრთხილების სისტემები;

• წყლის რესურსები - ჰიდრო-მეტეოროლოგია და ჰიდრომეტრია;

 

ძირითადი მოვალეობები:

• საველე კვლევით-გაზომვით ექსპედიციებში მონაწილეობა და სხვადასხვა გეოსივრცითი (GNSS, Total Station, UAV) და ანალიტიკური გამზომი ხელსაწყოების გამოყენება;

• საინჟინრო გუნდთან მუშაობა პროექტის გეგმის შემუშავებაში, პროექტის ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით საკონტროლო-საზომი ხელსაწყოების, კომპონენტებისა და სისტემების შერჩევა;

• საველე გუნდთან მუშაობა, აპარატურის ტექნიკური გამართვა და მასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოფხვრა;

• ველზე შეგროვებულ მონაცემთა კამერალური დამუშავება, მონაცემთა ბაზების შექმნა, რუკებისა და სივრცითი 3D მოდელების შედგენა;

• საველე კვლევების საშემსრულებლოებო დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება; 24 Yuri Gagarin St., office #304, 0160, Tbilisi, Georgia საქართველო, ქ. თბილისი, 0160, იური გაგარინის ქ. 24, ოთახი N304 ტელ. Tel. / ფაქსი Fax: +995 (0)32 236 34 02; ელ. ფოსტა / E-mail: info@hydrodiagnostics.ge www.hydrodiagnostics.ge

 

ზოგადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული სამოქალაქო ინჟინერიის, საბუნებისმეტყველო (გეოგრაფია და GIS ტექნოლოგიები, გეოლოგია), საინჟინრო გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების (გეოგრაფია) მიმართულებით, ან მაგისტრანტი;

• აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;

• მონაცემთა ანალიზისა და დამუშავების უნარი;

• საინჟინრო სქემებისა და ნახაზების გარჩევისა და ბაზისური გამოთვლების გაკეთების უნარი;

• სასურველია AutoCAD-ის, GIS და/ან სხვა საინჟინრო, მოდელირების, გრაფიკული დამუშავების პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

• სასურველია მონაცემთა დამუშავების და ვიზუალიზაციის პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა (მაგ: Tableau, MS Power BI, MS Excel, Matlab, R Studio, და სხვა.)

 

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@hydrodiagnostics.ge