შპს „თოდუას კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას სტრატეგიული განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარ-ჩვევები:
უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან ჯანდაცვის მენეჯმენტის;
ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯმენტის ან/და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით;
ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები.
ძირითადი მოვალეობები:
საერთაშორისო კომპანიებზე ინფორმაციის მოძიება, სამედიცინო შესყიდვების მიზნით;
სამედიცინო აპარატურის გაუმჯობესების საჭიროების იდენტიფიცირება;
ახალი სერვისების შეთავაზება და პროექტების ხელმძღვანელობა;
ფასწარმოქმნის პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, კონკურენტების ფასებისკვლევა;
კონფერენციებისა და კონგრესების ორგანიზება და მათში მონაწილეობა.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-17:00 საათამდე. შაბათ-კვირას დასვენება;
მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის 13.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტაზე: career@toduaclinic.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებებს!