Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰოლდინგი „ფავორიტი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
„ფავორიტი ჯგუფი“ 24 წლიანი გამოცდილების მქონე ჰოლდინგია, რომლელიც
აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების მსხვილ კომპანიებს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: http://phfavorite.ge/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის მართვა/კონტროლი;
** ფინანსური დირექტორის დავალებებისა და რეპორტების შესრულება;
** ჯგუფის შიგნით შვილობილი კომპანიების მენეჯმენტთან კომუნიკაცია და
ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** ყოველდღიური ფინანსური და ბუღალტრული ოპერაციის მონიტორინგი;
** კომპანიის დებიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ფინანსური რეპორტების წარმოება და პერიოდული რეპორტინგი უშუალო
ხელმძღვანელთან;
** ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენებასა და ხარჯების ოპტიმიზაციაზე
ზრუნვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი ფინანსური მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა, Excel-ის მაღალ დომნეზე ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და ტექნიკური აზროვნების უნარი;
** კოორდინირების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
ანაზღაურება შეთანხმებით.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 – 19:00სთ (სტუდენტებისთვის მოქნილი
სამუშაო განრიგი, სწავლასთან შეთავსებით).
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქ. N50.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე
hr@phfavorite.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!