Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

BDO არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

 

BDO-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

 

ადგილმდებარეობა   ი. თარხნიშვილის #2, ვერე ბიზნეს ცენტრი

ვაკანსიის დასახელება   მარკეტერი

სამუშაო საათები    სრული სამუშაო გრაფიკი 09:00 – 18:00, ორშაბათი - პარასკევი, შესვენება 13:00 – 14:00

 

ფუნქცია/მოვალეობები:

• მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი

• კომპანიის პროდუქტის/მომსახურების ცნობადობის გაზრდა

• სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, ქონთენთის შემუშავება (Facebook, LinkedIn პოსტების და Web ბლოგების მომზადება) და განთავსება

• სარეკლამო კამპანიების მენეჯმენტი და მონიტორინგი

• მედიარელიზების მომზადება

• მედიასთან და გამომცემლობებთან (ციფრული, ბეჭდური) ურთიერთობა

• ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნაში ჩართულობა და შესაბამის ვენდორებთან თანამშრომლობა

• კომპანიის ივენთ აქტივობებში ჩართულობა და ივენთ-კომპანიებთან ურთიერთობა

• დაგეგმილი და შესრულებული აქტივობების ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია ბუღალტრულ ან მომიჯნავე სერვის კომპანიაში)

• სასურველია B2B მარკეტინგში მუშაობის გამოცდილება

• Ads Manager, Google Ads და სხვა სარეკლამო პლატფორმებთან მუშაობის პრინციპების მაღალ დონეზე ცოდნა

• სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია)

• MS Office-ის კარგი ცოდნა

 

პიროვნული თვისებები:

• ორგანიზებულობა

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

• ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი

• დროის ეფექტურად მართვის უნარი

• გუნდურად მუშაობის უნარი

 

ის კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

I გასაუბრება

II დავალება

III პრეზენტაცია

 

აპლიკაციის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://bdo.peopleforce.io/careers/v/65168-/a/new

 

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 05.05.2024

 

ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და სექსუალურ შევიწროვებას, როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის, ისე შრომითი ხელშეკრულების ეტაპზე. ჩვენ ვაღიარებთ პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის და გვაქვს მოლოდინი, რომ თქვენც ემხრობით ნებისმიერი ნიშნით დისრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აკრძალვას.