Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გრინვეი - თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით გრინვეი საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო: მხარეთა შეთანხმებით, კვირაში 5 სამუშაო დღე (40 სამუშაო საათი კვირაში)

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სერვის ცენტრების IT მხარდაჭერა (Help Desk) როგორც დისტანციურად, ასევე უშუალო ვიზიტებით თბილისსა და რეგიონებში;
  • გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება თბილისსა და რეგიონებში;
  • სერვის ცენტრში არსებული დანადგარების პერიოდული კალიბრაცია და გამართულობის უზრუნველყოფა პროგრამულ და საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკურ დონეზე;
  • სერვის ცენტრებში გამოვლენილი ტექნიკური შეფერხების ანალიზი, გამომწვევი მიზეზების დადგენა და შესაბამისი სამსახურების ინფორმირება ოპტიმალურ ვადებში;
  • კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
  • შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია, უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (სისტემები და ქსელები), განვიხილავთ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტის (Help Desk) პოზიციაზე მუშაობის მინიმალური გამოცდილება;
  • სასურველია, ელექტრომოწყობილობების შეკეთების მიმართულებით მინიმალური გამოცდილება;
  • აუცილებელია, ინგლისური ენის მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია, საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები:

  • საკუთარი ავტომობილი;
  • მართვის მოწმობა B კატეგორია.
  • აუცილებელი უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • დავალების სწრაფად და ზუსტად შესრულების უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • სუბორდინირებულობა.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge 2023 წლის 31 მარტამდე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - IT მხარდაჭერის და ტექნიკური სერვისის სპეციალისტი.

 

გრინვეი - არა დისკრიმინაციას

 

კომპანია „გრინვეი საქართველოში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია „გრინვეი საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 3 (სამი) წლის განმავლობაში.