Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისი, საქართველო

 

სრული განაკვეთი

 

ცენტრი: ფილიალი

 

მდებარეობა: თბილისის ფილიალები/სერვის ცენტრები

 

გამოცდილების დონე: დამწყები

 

სამუშაო გრაფიკი: ინდივიდუალური გრაფიკი

 

კომპანიის აღწერა

შექმენი საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილება ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

დღეს თიბისის 7000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის მთავარი ძალა  დიდი გუნდია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს მომხმარებელზე და მათი ყოველდღიურობის გაუმჯობესებაზე. გუნდის ათასობით წევრს შორის კი განსაკუთრებული როლი გაქვთ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც ყოველდღიურად პირდაპირი კომუნიკაცია გაქვთ მომხმარებელთან. თითოული თანამშრომელი, რომელიც ისმენს ადამიანების აზრს და მათ მოთხოვნილებებს პასუხობს, წარმოადგენს თიბისის.

ფილიალები თიბისის მომხმარებელთან შეხვედრის ფიზიკური წერტილებია, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვს საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილების შექმნაში. აქ მოსულ ადამიანებს თქვენი სახით ხვდება კეთილგანწყობილი გუნდი, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე და ცდილობს გააბედნიეროს მომხმარებელი.

დიჯითალ კონსულტანტის  პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

 

სამუშაოს აღწერა

  • გამოავლენ მომხმარებლის საჭიროებებს
  • მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე მოახდენ მათ გადამისამართებას შესაბამის არხში 
  • კლიენტის საჭიროებებიდან გამომდინარე შესაბამისი რჩევის მიცემა, დახმარების გაწევა ან შესაბამის თანამშრომელთან მიყვანა/დაკავშირება;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტისათვის საბანკო პროდუქტის შეძენისას განაცხადის შევსებაში დახმარების გაწევა;
  • ფილიალში წარმოშობილი რიგების მართვა;
  • კლიენტისათვის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობაში დახმარების გაწევა;
  • ბუკლეტებით, სარეკლამო მასალით, გაზეთებით, ჟურნალებით და  კლიენტისათვის განკუთვნილი სხვა ატრიბუტიკით ფილიალის მომარაგება
  • დაეხმარები მომხმარებლებს სწრაფი გადახდის ტერმინალით გადახდებში
  • აუცილებელობის შემთხვევაში შეასრულებ სხვა საქმიანობებს 

 

კვალიფიკაცია

  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს განვითარების მოტივაცია და ხარ შედეგებზე ორიენტირებული

 

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



სს "თიბისი ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;



დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

 

დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ ბმული