geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტებმა ACS-ის მიერ დაწესებული უმაღლესი ეროვნული ჯილდო მოიპოვეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის (ინგლისურენოვანი) მიმართულების სტუდენტებმა ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) მიერ დაწესებული უმაღლესი ეროვნული ჯილდო - „გამორჩეული სტუდენტური გაერთიანება“ მოიპოვეს.

 

თსუ-ის სტუდენტები, ცოტნე ინასარიძე, მარიამ კერესელიძე, ბარბარე ქავთარაძე, ლიზი ბედოშვილი, მარიამ შუბითიძე, ელენე აფრიაშვილი და ქეთევან ახალკაცი, ACS-ის თბილისის ფილიალის წევრები არიან. განხორციელებული სამეცნიერო აქტივობებით ისინი მსოფლიოში არსებული ორგანიზაციების მოქმედ სტუდენტურ გაერთიანებებს შორის ყველაზე წარმატებულებად დასახელდნენ.

 

ამერიკის ქიმიური საზოგადოების უმაღლესი ჯილდო გაიცემა გამორჩეული ლიდერობის, საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი წვლილისა და პროფესიული განვითარებისათვის. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ ასობით საუნივერსიტეტო გაერთიანებას შორის თსუ-ის სტუდენტებმა თავი გამოიჩინეს მაღალი აკადემიური მიღწევებითა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებით.