"გამოცხადდა კონკურსი ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის მიერ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების დაფინანსების მიზნით.
სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატები შეირჩევიან დამფინანსებლის მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის (9000 ევროს ეკვივალენტი ლარში) ფარგლებში, აღნიშნული თანხის (9000 ევროს ეკვივალენტი ლარში) სრულ ამოწურვამდე.
დაფინანსების მიზნით თსუ - კანცელარიაში (ილია ჭავჭავაძის გამზზირი N1, თსუ პირველი კორპუსი) განაცხადის წარდგენა, 2025 წლის 21 ნოემბრის ჩათვლით, შეუძლია უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის მე-2-დან მე-7 სემესტრის ჩათვლით სტუდენტს, რომლის საშუალო აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (GPA) აღემატება 2.0-ს.
სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით კანდიდატები შეირჩევიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრის სტატუსის გათვალისწინებით, რომელიც უნდა დადასტურდეს სსიპ - სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ შესაბამისი წესით გაცემული მოქმედების ვადის მქონე ამონაწერით.
იმ შეთხვევაში, თუ კანდიდატს საანგარიშო პერიოდში (2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის ან/და გაზაფხულის სემესტრში), მოპოვებული აქვს სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი ან/და სხვა სახის სწავლის დაფინანსება იგი პირველ პუნქტში მითითებული დაფინანსების მიღების შესაძლებლობას."
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ რექტორის ბრძნება, კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის პროცედურა.