Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„წლის საუკეთესო მიღწევა“

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით 23 დეკემბერს საქართველოს სამეცნიერო და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ჩატარდა რიგით მეოთხე ღინისძიება თემაზე -  „წლის საუკეთესო მიღწევა“, მასში მონაწილეობა მიიღო ოცდასამმა ორგანიზაციამ, სადაც მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია 2021 წლის განმავლობაში მათ მიერ განხორციელებული ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობის შესახებ.
 

ღონისძიება ჩატარდა  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
 

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბიბლიოთეკის მიერ ერთ სივრცეში სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულების წარმომადგენლების გაერთიანება, რაც საფუძველს ჩაუყრის ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.

 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ამ და სხვა პროექტების საშუალებით, მუდმივად ხელს უწყობს საქართელოს სამეცნიერო წრეები დაახლოებას, მათ თანამშრომლობას, საზოგადოებაში მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციას.

 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეადგენს ელექტრონულ ჟურნალს, სადაც განთავსებული იქნება  ღონისძიებაზე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები.  (იხ. ანალოგიური 2016, 2017 და 2018  წლების  წლიური ანგარიშები და მიღწევების ელ. ჟურნალების ბმულები)

 

https://bit.ly/2ZaiyGq  
https://bit.ly/3FBNhfg  
https://bit.ly/3CKiI4V