Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„ძველი ქართული კედლის მხატვრობა - მონაცემთა ელექტრონული ბაზა“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის და თეორიის ინსტიტუტმა და ინსტიტუტთან არსებულმა ქართული ხელოვნების კვლევის ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 2020 წელს განახორციელა პროექტი - „ძველი ქართული კედლის მხატვრობა - მონაცემთა ელექტრონული ბაზა“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა VII-XI საუკუნეების კედლის მხატვრობის ძეგლების მონაცემთა ბაზა.

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ძველი ქართული მონუმენტური მხატვრობის ძეგლთა ციფრულ კორპუსს; მრავალწლიანი პროექტის განხორციელება ოთხ ეტაპად, ქრონოლოგიური პრინციპის შესაბამისადაა დაგეგმილი: VII-XI სს., XII-XIII სს., XIV-XV სს. და XVI-XVIII სს.

თანამედროვე სტანდარტების გამოყენებით ადგილობრივი და უცხოური სამეცნიერო წრეებსა ქართული კულტურული მემკვიდრეობით დაინტერსებული საზოგადოებისათვის მასალები მარტივად ხელმისაწვდომი გახდება.

ქართული კედლის მხატვრობის მონაცემთა სამეცნიერო ვებ-გვერდი განკუთვნილია, როგორც ამ დარგში მომუშავე სპეციალისტებისთვისა და სტუდენტებისთვის, ისე - ქართული კულტურით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. დაგეგმილია, რომ ძველი ქართული კედლის მხატვრობის ძეგლთა ელექტრონული ბაზა საფუძვლად დაედება უფრო ვრცელი მრავალტომეული კორპუსის ბეჭდურ გამოცემას.