Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების თანამედროვე პრობლემები“

21 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია: „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერების თანამედროვე პრობლემები“ გაიხსნა. კონფერენცია ორდღიანია და 22 ნოემბრის ჩათვლით გასტანს.

კონფერენცია შერეული ფორმატით (ადგილზე/ონლაინ დასწრებით) მიმდინარეობს.

ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,  თსუ მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეროლოგიის ინსტიტუტი.

საქართველოს გარდა კონფერენციაში  მონაწილეობენ მეცნიერები და მკვლევარები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. თითოეული მოხსენებისათვის საშუალოდ 15 წუთია გათვალისწინებული.