Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯანმრთელობის დაზღვევა - "იმედი L"

გაცნობებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სადაზღვევო კომპანია ,,იმედი L“-ს (მისამართი ქ. თბილისი ანნა პოლიტკოვსკაიას ქ. N9) შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში თსუ საშტატო განრიგით გათვალისწინებული აკადემიური და ადმინისტრაციულ-დამხმარე პერსონალი, მრჩეველთა საბჭოს წევრები, თსუ ემერიტუსები 2021 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ისარგებლებენ ჯანმრთელობის დაზღვევით. მომსახურების (საბაზისო პაკეტი) საფასურის (49,48 ლარი) ანაზღაურება ხორციელდება თსუ ბიუჯეტიდან. თანამშრომლებს საშუალება ეძლევათ, გაიუმჯობესონ მომსახურება (პირადი განცხადების საფუძველზე) სათანადო თანხის (20 ლარი) დამატებით (გაუმჯობესებული პაკეტი - 49.48+20 ლარი). აღნიშნული თანხა დაიქვითება ხელფასიდან.

შტატგარეშე თანამშრომლებს, ასევე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის  პერსონალს შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის მომსახურებით (საბაზისო ან გაუმჯობესებული პაკეტით), რისი თანხაც (შესაბამისად  49,48ლარი, 69.48 ლარი) დაიქვითება ხელფასიდან.

უნივერსიტეტის თანამშრომლებს (როგორც საშტატო თანამდებობაზე დასაქმებულებს, ასევე შტატგარეშე თანამშრომლებს) საშუალება ეძლევათ, დააზღვიონ ოჯახის წევრები (მეუღლე და შვილები ასაკის შეუზღუდავად, მშობლები და და-ძმა 65 წლამდე),  ამ შემთხვევაშიც შესაბამის თანხას იხდის მსურველი - თსუ თანამშრომელი. ამასთან თანამშრომელი არ არის შეზღუდული თავისთვის და ოჯახის წევრებისთვის განსხვავებული პაკეტების არჩევაში. გარდა ამისა, შემოთავაზებულია საოჯახო პაკეტი (მეუღლე და 18 წლამდე ასაკის შვილები). 4 ან მეტ წევრიანი ოჯახის დაზღვევის საფასური შეადგენს 49.48×3=148,44 ლარს საბაზისო პაკეტის არჩევისას, ხოლო 69,48×3=208,44 ლარს გაუმჯობესებული პაკეტის არჩევის შემთხვევაში.

ჩამოთვლილი მომსახურების მისაღებად განცხადებები მიიღება თსუ კანცელარიაში 2020 წლის 10 დეკემბრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე (2020 წლის 10 დეკემბრიდან 22 დეკემბრამდე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება 2021 წლის პირველი იანვრიდან, 2020 წლის 22 დეკემბრიდან 2021 წლის 22 იანვრამდე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება პირველი თებერვლიდან, ხოლო 2021 წლის 22 იანვრიდან 2021 წლის 22 თებერვლამდე შემოსული განცხადებები დაკმაყოფილდება პირველი მარტიდან).

აღსანიშნავია, რომ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც 2020 წელს დაზღვეული ჰყავდათ ოჯახის წევრები და კვლავ აპირებენ მათ დაზღვევას, აღარ ევალებათ პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა, ხოლო მათ, ვისაც 2020 წელს არ ჰყავდა დაზღვეული ოჯახის წევრები და წელს აპირებს მათ დაზღვევას, განცხადებასთან ერთად  უნდა წარმოადგინონ ოჯახის წევრების პირადობის მოწმობების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტების (მეუღლის დაზღვევის შემთხვევაში ქორწინების ან ჯვრისწერის მოწმობა, შვილის დაზღვევის შემთხვევაში - შვილის დაბადების მოწმობა, მშობლების დაზღვევის შემთხვევაში - საკუთარი დაბადების მოწმობა ხოლო დემამიშვილის დაზღვევის შემთხვევაში, საკუთარი და დის/ძმის დაბადების მოწმობები) ასლები.

დაზღვეულებს მოემსახურებიან ოჯახის ექიმები ევექსის კლინიკებში (იხ. დანართი პროვაიდერების ჩამონათვალი)  ასევე თსუ მე-8 და მე10 კორპუსებში. მომსახურების მისაღებად დაზღვეულებმა უნდა დარეკონ ცხელ ხაზზე - 2-922222.

P.S. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ხელშეკრულება (დანართი) ან მიმართეთ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს ია ბაღაშვილს  (2 25 04 84;  577 588 205)--