Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშია თსუ-ის კურსდამთავრებულ თორნიკე სოლოღაშვილს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებული თორნიკე სოლოღაშვილი ეწვია. მან 2006 წელს დაამთავრა თსუ და ამჟამად ჟენევის საუნივერსიტეტო კლინიკის გულის თანდაყოლილი მანკების მიმართულების ხელმძღვანელი და პროფესორია.

 

თორნიკე სოლოღაშვილს უნივერსიტეტში უმასპინძლეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა მაია ბიწკინაშვილმა და მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა.

 

რექტორ ჯაბა სამუშიასთან შეხვედრაზე პროფესორმა ისაუბრა თსუ მედიცინის ფაკულტეტის როლზე მის პროფესიულ განვითარებაში. მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა პროფესორ ნოდარ ხოდელს, რომლის მხარდაჭერითაც სტუდენტობის პირველივე წლებში ჩაერთო მორფოლოგიის ინსტიტუტში მიმდინარე ექსპერიმენტებში. როგორც თორნიკე სოლოღაშვილმა აღნიშნა, მსგავს შესაძლებლობას ხშირად ევროპის წამყვანი სამედიცინო სკოლებიც კი არ იძლევიან.

 

შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის სტუდენტების დახმარებისა და კონსულტაციის მიმართულებით.