Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში. სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში.

სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ. სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2021-2022 წელს.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა. საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აპრილამდე შუალედში. ამასთანავე გაცნობებთ, რომ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე