Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ტოლერანტობის ქომაგების დაჯილდოება

2020 წლის 16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტრადიციულად აღნიშნა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: პიროვნებას, ორგანიზაციას, მედიასაშუალებას და საჯარო მოხელეს - რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. ტრადიციულად საბჭოებმა წელსაც დააჯილდოვეს 2020 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“. ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა ადამიანები სხვადასხვა ნომინაციებში. 

ნომინაციაში ორგანიზაცია ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ორი გამარჯვებული გამოავლინა: ქალთა ფონდი საქართველოში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. 

ტოლერანტობისა და ეროვნებათშორის ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული მიანიჭათ სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს დამსახურებულ წევრებს: მარია ფილინას და ნაირა ბეპიევს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი დაარსების დღიდან აწყობს ქართულ-ოსური კულტურულ-საგანმანათლებლო-სამეცნიერო და სასწავლო კონფერენციებს; ცენტრს თავისი საქმიანობით გამორჩეული წვლილი შეაქვს ქართულ-ოსურ ურთიერთობების აღდგენის, ხელშეწყობისა და სამშვიდობო ურთიერთობების საქმეში, მას ამ თვალსაზრისით ანალოგი არ გააჩნია.