Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური კონფერენცია - „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“

24 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრისა და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“გაიხსნა.

კონფერენცია სამ ძირითად საკითხს მოიცავდა: ყალბ ამბებთან ბრძოლის სტრატეგია, პროპაგანდისტული საფრთხეები და პრობლემის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და სთორითელინგის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი რიშელ როჯერსი მიესალმნენ.

კონფერენცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა. კონფერენციის ორგანიზატორები თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედიაცენტრი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის დეპარტამენტი გახლდნენ.