Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტუდენტური ინტელექტუალური ჩემპიონატი “ბრწყინვალე გონება”

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი წარმოგიდგენთ ახალ სტუდენტურ ინტელექტუალურ ჩემპიონატს “ბრწყინვალე გონება”.

 

ჩემპიონატი მიზნად ისახავს სტუდენტების ინტელექტუალური უნარების განვითარებას, გუნდური მუშაობის წახალისებასა და უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და კულტურული გარემოს გაძლიერებას.

 

პროექტის სტრუქტურის შესახებ:

 

პირველი ეტაპი: შესარჩევი ტური- ამ ეტაპზე უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ტურნირში, რომლის მეშვეობითაც თითო ფაკულტეტზე შეირჩევა 10 საუკეთესო გუნდი. შვიდივე ფაკულტეტზე გამოვლინდება 7 საუკეთესო გუნდი და 3 მეორეადგილოსანი.

 

 მეორე ეტაპი: ფინალური ტური- ამ ტურში გუნდები ითამაშებენ სატელევიზიო ფორმატით.

გუნდების მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის, რომელთაგანაც თითოეული შედგება 6 ძირითადი მოთამაშისა და 1 ან 2 სათადარიგო წევრისგან.

 

დრო და ლოკაცია:

 

შესარჩევი ტური გაიმართება პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში.
1 მაისიდან 4 მაისის შუალედში გაიმართება შესარჩევი ტური.

 პრიზები:

 

შესარჩევ ტურში შვიდივე ფაკულტეტზე გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ 500 ლარი.
ფინალურ ტურში:


პირველი ადგილი- 6000 ლარი
მეორე ადგილი- 3000 ლარი
მესამე ადგილი- 1500 ლარი

 

პროექტის მხარდამჭერები არიან თსუ-ის სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი და ასევე ინტელექტუალური კლუბი “ბრწყინვალე გონება”.

პროექტში მონაწილეებისათვის გაიცემა დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.

არ გამოტოვოთ ეს შესაძლებლობა და მიიღეთ მონაწილეობა პროექტში, რომელიც დაგეხმარებათ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაში. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღებისათვის გთხოვთ გუნდები დარეგისტრირდეთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე 25 აპრილამდე.