Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

რეგისტრაცია ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის

ბერძნული ენის ცენტრი (ΚΕΓ) აცხადებს  რეგისტრაციას ახალი ბერძნული ენის სასერტიფიკატო გამოცდებისთვის.

გამოცდები ჩატარდება 2021  წლის 4-7 ოქტომბერს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  28 ივნისი:

https://www.greek-language.gr/cert.../application/index.html

დაინტერესებულმა პირებმა, რომელთაც გამოცდის ჩაბარება თბილისის საგამოცდო ცენტრში (თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი) სურთ, რეგისტრაციის გასავლელად უნდა მიმართონ საგამოცდო ცენტრს და დაფარონ გამოცდის საფასური (A1, A2, B1 დონეები - 65 ევრო; B2, Γ1, Γ2 - 73 ევრო).

გამოცდები ჩატარდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში (ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი, #13. თსუ VIII კორპუსი, II სართული, 220-ე აუდიტორია).

ტელ.: 593 49 00 18

ელ. ფოსტა: katerinakarti@yahoo.com