კორეის უნივერსიტეტის სამაგისტრო SK Global Scholarship Program-ით დაინტერესებულთათვის! 2026 წლის შემოდგომის პროგრამაზე განაცხადების მიღება 2026 წლის 3 მარტს დაიწყება. სტიპენდია ფარავს სრულ სწავლის საფასურს, ორმხრივ ავიაბილეთს და ყოველთვიურ საარსებო შემწეობას საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც მაგისტრის ხარისხს იღებენ ნახევარგამტარებში, ხელოვნურ ინტელექტში/IT-ში და მასთან დაკავშირებულ სფეროებში.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1, დანართი 2. და ვებგვერდი.