Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020”

თბილისის ამერიკული კუთხე აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება 2020”. პროექტის პარტნიორები გახლავთ საქართველოს ახალგზარდა დიპლომატთა კავშირი და ბულგარეთის ამერიკულ უნივერსიტეტი. კონფერენცია ეძღვნება გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის 20 წლისთავს და მიზნად ისახავს ქალების როლის ზრდის ხელშეწყობას თავდაცვის სექტორში. 

ამ მიზნის მისაღწევად, თბილისის ამერიკული კუთხე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტებს სთავაზობს პლატფორმას, სადაც მათ შეეძლებათ სიტყვით გამოვიდნენ მაღალი რანგის დიპლომატებთან და პროფესიონალებთან ერთად. საორგანიზაციო გუნდი შეარჩევს სიტყვით გამომსველებს შემდეგ თემებზე: 

  • ქალთა როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის მოგვარებაში;
  • ქალები სამხედრო სამსახურში;
  • ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროში 20 წლის შემდეგ.

აღნიშნულ პანელებზე სიტყვით გამომსვლელთა აპლიკაციების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 2020 წლის 25 ნოემბრამდე. აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ ბაკალვრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 25 წელს.

შერჩეული პანელისტები გაივლიან გადამზადებას საჯარო გამოსვლის დაწერასა და მომზადებაში. მათ საშუალება ექნებათ მოამზადონ ათ წუთიანი სიტყვა/პრეზენტაცია სასურველი თემატიკის გარშემო, პროფესიონალ ტრენერებთან ერთად. 

კონფერენცია ჩატარდება 2020 წლის 11-13 დეკემბერს და მასში მონაწილეობას მიიღებენ:

  • დოქტორი როზარია პუგლისი - ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში;
  • თამარ ლილუაშვილი - საქართველოს ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკასა და ჩრდილოეთ მაკედონიაში;
  • თამარ ლობჟანიძე - გაეროს ქალთა ორგანიზაციის ანალიტიკოსი;
  • დოქტორი რობერტ ფილიპსი - ბულგარეთი ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი და გაეროს კლუბის აკადემიური ხელმძღვანელი. 

აპლიკაციის ბმული 

ოფიცილაური განცხადების ბმული

თბილისის ამერიკული კუთხის ოფიციალური გვერდი

გაცნობებთ, რომ თბილისის ამერიკული კუთხე გახლავთ აშშ-ს საელჩოსთან აფილირებული დაწესებულება, რომელიც 2006 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის “ამერიკული სივრცეების” პროექტის ფარგლებში დაარსდა. აშშ-ს მთავრობის საჯარო დიპლომატიის პრიორიტეტების გათვალისწინებით, თბილისის ამერიკული კუთხე მიზნად ისახავს არაფორმალური განათლების მეშვეობით გააღრმაოს პარტნიორული კავშირი აშშ-სა და საქართველოს შორის. “ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოები” ერთ-ერთი ასეთ პროექტთაგანი გახლავთ.