Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“

კონკურსში „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022“ მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება დაიწყო.

 

წელს კონკურსს ახალი კატეგორია დაემატა: საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტს, რომლის ნამუშევარი გამოქვეყნებულია ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედიასივრცეში, 2021 წლის 30 ნოემბრიდან, 2022 წლის 1 ნოემბრის ჩათვლით.


ნომინაციის მიზანი, დამწყები ჟურნალისტების წახალისება და პროფესიული ზრდის გზაზე მათი ხელშეწყობაა.


შეავსე განაცხადის ფორმა

იხილე კონკურსის წესები

 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 1 ნოემბერი, 18:00 საათი.

 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზის კატეგორიების ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდო სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. პრიზი ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას. კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.


დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

•ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში - თამარ მიქაძე – პრესის და ინფორმაციის სამსახური, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

•ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - ნინო გერზმავა – პროექტის კოორდინატორი, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი. nino@iwpr.net