Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსის სიტყვავ ქართულო გამარჯვებულთა დაჯილდოვება

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური გაერთიანება „ფილოლოგთა კლუბის“ მიერ გამოცხადებული თავისუფალი თემების, ესეებისა და მოთხრობა-ჩანახატების კონკურსის - „სიტყვავ ქართულო“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსში მონაწილეობდნენ  სკოლის მოსწავლეები  (VII-XII კლასის ჩათვლით) მთელი საქართველოს მასშტაბით და ასევე  სხვადასხვა უმაღლესი  სასწავლებლის  ბაკალავრიატის  საფეხურის სტუდენტები.

 

ღონისძიება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა დარეჯან თვალთვაძემ გახსნა. 

კონკურსში ფარგლებში შერჩეული მონაწილეები დაჯილდოვდნენ სერტიფიკატებით და რჩეულ ავტორებს გადაეცათ კრებული, სადაც მათი ნამუშევრები იყო შესული.

 

ადგილზე გამოვლინდა სამი გამარჯვებული:

I ადგილი - დავით ჭყონია,, ქ. ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე,

II ადგილი - არმაზ შავიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი,

III ადგილი - ანა ზამთარაძე კერძო სკოლა „სადუნის“ მე-9 კლასის მოსწავლე. 

სამი საპრიზო ადგილის მფლობელებს გადაეცათ გადაეცათ სერტიფიკატი გამარჯვებისათვის და ასევე სამახსოვრო საჩუქრები.