Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინოვაციური ჰაკათონი - EnergoHack 2025

კომპანია „Master Education“, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და კასპის ტექნოპარკის ინიციატივით, ორგანიზებას უწევს ინოვაციურ ჰაკათონს - EnergoHack 2025, რომლის მიზანია ენერგეტიკის სექტორში არსებული რეალური გამოწვევების გადაჭრა ინოვაციური და ტექნოლოგიური მიდგომებით.

ღონისძიება ჩატარდება 6–7 სექტემბერს, კასპის ტექნოპარკში.

მნიშვნელოვანი პირობები მონაწილეებისთვის:

გამარჯვებული გუნდი მიიღებს 10,000 ლარიან გრანტს პროექტის განვითარებისთვის

გათვალისწინებულია სხვა საპრიზო კატეგორიებიც პარტნიორების მხრიდან

მონაწილეებისთვის ტრანსპორტირება და კვება სრულად დაფინანსებულია

დამატებითი ინფორმაცია:https://masteredu.ge/energo-hack-2025

რეგისტრაცია: https://apps.mygita.ge/zs/2jCl3T

ვფიქრობთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ეს ღონისძიება იქნება გამორჩეული შესაძლებლობა, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაონ რეალურ გამოწვევებზე და ჩამოაყალიბონ მნიშვნელოვანი კონტაქტები ინდუსტრიაში.

გთხოვთ, შესაძლებლობის ფარგლებში, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან.