Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ წარმომადგენლები  არასრულწლოვან ბენეფიციარებს შეხვდნენ

დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით გამართულ ონლაინ შეხვედრებში, სერტიფიკატები გადაეცათ. შეხვედრებს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „თსუ საბავშვო უნივერსიტეტისა“ და კარიერული განვითარების ცენტრის თანამშრომლები უძღვებოდნენ. შეხვედრებზე, რომლებიც დისტანციურად იმართებოდა, პროფესიის ქონის მნიშვნელობას, მისი დაუფლების გზებსა და ბავშვებისათვის საინტერესო პროფესიებს განიხილავდნენ.

ბენეფიციარები დიდ ინტერესს იჩენდნენ შეხვედრებზე განხილული თემების მიმართ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი დისკუსიებში. აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვანია არასრულწლოვნებში პროფესიული ორიენტაციისა და მომავლის კონსტრუქციულად დაგეგმვის ხელშეწყობისთვის.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ფუნქციონირება 2020 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. ცენტრი იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო“-ს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს.