Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ესეების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ბავშვთა საერთაშორისო დღის ფარგლებში მართავს ესეების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.

კონკურსის თემატიკა:

  • ჩემი ბავშვობის მთავარი წიგნი
  • ჩემი საყვარელი პერსონაჟი
  • ჩემი საყვარელი მწერალი


კონკურსის ეტაპები:
კონკურსის გამოცხადების თარიღი: 16 მაისი;
ნაშრომების მიღება: 16-29 მაისი;
გამარჯვებულების გამოვლენა - 1 ივნისი;

ორ საუკეთესო ესეს გამოავლენს ჟიური; მესამე საუკეთესო ესეს ავტორი იქნება - ბიბლიოთეკის რჩეული;
გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები;
თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი.


კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა, საკონკურსო ნაშრომს, თან უნდა დაურთონ განაცხადის ფორმა:

  • მომხსენებლის სახელი და გვარი;
  • პედაგოგის სახელი და გვარი;
  • სკოლა;
  • მისამართი;
  • ტელეფონი (მობილური);
  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;


ესეს გაფორმების წესი:
ფურცლის ზომა: A4;
შრიფტი: უნიკოდი (Sylfaen)
შრიფტის ზომა: 12;
გვერდების რაოდენობა: 2-4 გვ.


ესეები უნდა  გადმოაგზავნოთ  შემდეგ მისამართზე: library@tsu.ge