Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბიუჯეტის დაგეგმვაში დაინტერესებული სტუდენტებიც ჩაერთვებიან

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამუშაო ფორმატში  სტუდენტურ ჯგუფებთან მორიგი შეხვედრა ფინანსური გამჭვირვალობის საკითხსა და უნივერსიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვას   ეხებოდა. უნივერსიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაზე და სხვა საფინანსო საკითხებზე სტუდენტებს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი შამათავა და საფინანსო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მ.შ მანონი ჯოჯუა ესაუბრნენ.

 

   „სტუდენტებს განემარტათ თუ როგორ ხდება უნივერისტეტის ბიუჯეტის ფორმირება, როგორ მიმდინარეობს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის და სხვა საფინანსო საკითხების დაგეგმარება/განხორციელება. სამომავლოდ შევთავაზეთ  და შევთანხმდით, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, სენატის წევრების გარდა, სხვა დაინტერესებულმა სტუდენტებმაც მიიღონ მონაწილეობა“,-განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ. როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი ასეცვე შეეხო უმაღლესი განათლების დაფინანსების წესის ცვლილებას, რაზეც არსებობს საერთო პოზიცია, რომ აღნიშნული წესი შეცვლას საჭიროებს.

 

     სამუშაო ფორმატში შეხვედრები შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მონაწილეობით  უახლოეს პერიოდში გაგრძელდება. უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა საერთო საცხოვრებლის თემაზე. მიმდინარე კვირაში სტუდენტებთან ერთად გაიმართება შეხვედრა რექტორის არჩევის წესის ცვლილებასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე. ამ საკითხებზე შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, სადაც სტუდენტებს შეეძლებათ განიხილონ აქტუალური თემები და მონაწილეობა მიიღონ შესაბამისი ცვლილებების განხორციელების პროცესში.