Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აზიის ბიზნეს აკადემია (AAB, Academy of Asian Business) აცხადებს საერთაშორისო კონკურსს WACC 2021

აზიის ბიზნეს აკადემია (AAB, Academy of Asian Business) აცხადებს საერთაშორისო კონკურსს WACC 2021 (World Asian Business Case Competition), რომელშიც მონაწილეობის მისაღებად მიწვეული არიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები. ზემოაღნიშნული საერთაშორისო კონკურსი მიმდინარე წელს ტარდება სახელწოდებით “How Asian Brands Soar”. მასში მონაწილეობის მსურველებმა (2-3 სტუდენტისგან შემდგარმა ჯგუფმა) უნდა შეისწავლონ და წარმოადგინონ პრეზენტაცია, წამყვანი აზიური კომპანიის საქმიანობის და მისი მსოფლიო წარმატების შესახებ. საუკეთესო ათ გუნდს გადაეცემა AAB-ის სტიპენდია და მიეცემა შესაძლებლობა დაამყარონ კონტაქტები სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
კონკურსით დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მონაწილეობის შესახებ პირველადი განაცხადი უნდა წარადგინონ 15 აპრილამდე, ხოლო პროექტი 10 ივნისამდე21 ივნისს გამოვლინდება ათი საუკეთესო პროექტი, ხოლო 17 ივლისს დასახელდება გამარჯვებული (ვირტუალურ ფორმატში) ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები.
მონაწილეობის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე.