Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 მოთხრობების კონკურსი აფხაზეთზე ახალგაზრდა მწერლებისთვის

„კონრად ადენაუერის ფონდი“, „ქართული ლიტერატურული ინიციატივა“ და „სულაკაურის გამომცემლობა“ ახალგაზრდა  მწერლებისთვის აცხადებენ მოთხრობების კონკურსს „სუფთა ფურცელი“.

პროექტის მიზანია ქართულ-აფხაზურ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ისეთი ნაწარმოებების შექმნა, რომლებიც აჩვენებს პოლიტიკისგან თავისუფალ დამოკიდებულებას ერთმანეთის, სამშობლოსა და დღევანდელი დღის მიმართ. ახლა სადა ვართ, რა გვაკავშირებს, რა  გვამსგავსებს ან განგვასხვავებს? ახალი თაობის რეფლექსიები, გულწრფელი შეხედულებები, მეხსიერება, გამოცდილება ან სულაც წარმოსახვით შევსებული ინფორმაციული ვაკუუმი კიდევ ერთხელ დაგვეხმარება ერთმანეთის უკეთ დანახვაში, ხმის მიწვდენასა და გაცნობაში.


პროექტის პირველ ეტაპზე ჟიური შეარჩევს საუკეთესო ნამუშევრებს, ხოლო შერჩეულ კონკურსანტებს პროექტის მენტორი, მწერალი ეკატერინე ტოგონიძე, სამუშაო შეხვედრებს ჩაუტარებს. საბოლოოდ კი განისაზღვრება კრებულში შესატანი საუკეთესო მოთხრობები, რომლებიც ქართულ და აფხაზურ ენებზე გამოიცემა.

კონკურსში მონაწილეობის მისარებად განაცხადების გამოგზავნა შეუძლიათ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდებს 2021 წლის 1 აპრილიდან 1 ივნისის ჩათვლით. დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.