Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის  მედლის მინიჭების პირობებისა და  დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 9 ნოემბრის №107/2020 დადგენილების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2022 წლის 9 ნოემბრის №29709/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 15 ნოემბრის №19 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს, აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძეს მიენიჭოს ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის მედალი.


2.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე