Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-17 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №5 სხდომის ოქმის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს  სამდივნოს 2022 წლის 28 ოქტომბრის №28266/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 31 ოქტომბრის №18 სხდომის ოქმის საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:     


1. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები 2022 წლის 28 ნოემბერს:


ა) თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 5 წევრი; სტუდენტი - 6 წევრი;
ბ)  თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 6 წევრი; სტუდენტი - 4 წევრი;
გ) თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3 წევრი; სტუდენტი - 3 წევრი;
დ) თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 5 წევრი; სტუდენტი - 2 წევრი;
ე) თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3 წევრი; სტუდენტი - 3 წევრი;
ვ) თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 2 წევრი; სტუდენტი - 2 წევრი;
ზ) თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 8 წევრი; სტუდენტი - 6 წევრი;
თ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ი) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
კ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ლ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
მ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ნ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: 1 წევრი;
ო) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
პ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ჟ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი: 1 წევრი;
რ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ს) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ტ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
უ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი: 1 წევრი;
ფ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის  ინსტიტუტი: 1 წევრი;
ქ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი: 1 წევრი;
ღ) თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: 1 წევრი.


2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 28 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს საარჩევნო კომისიას, რომელიც განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით.


3. საარჩევნო კომისიამ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნების ჩატარებისას იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127/2013 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესით“.


4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2022 წლის 9 ნოემბერს და დასრულდეს 2022 წლის 17 ნოემბერს (7 სამუშაო დღე).  

5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114. 


6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას, ხოლო ინფორმაციის უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს.
7.  დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
8. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ლაშა საღინაძეს.
9. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
10. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.

 

პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე