Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 22 ივლისის №17761/10, №17762/10, №17766/10,  №17769/10 და 2022 წლის 25 ივლისის №17946/10 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 26 ივლისის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს ცვლილებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ისინი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით:


ა) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით №2 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი №2);
ბ) I ნაწილის „ა“ პუნქტის მე-7 ქვეპუნქტით №7 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოლოგია“ (დანართი №7);
გ) I ნაწილის „ა“ პუნქტის 83 ქვეპუნქტით №192 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკოლოგია“ (დანართი №192);
დ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის მე-13 ქვეპუნქტით №13 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  „გამოყენებითი მათემატიკა“ (დანართი №13);
ე) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 21-ე ქვეპუნქტით №21 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გეოლოგია“  (დანართი №21);
ვ) I ნაწილის „ბ“ პუნქტის 22-ე ქვეპუნქტით №22 დანართად  დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიოფიზიკა” (დანართი №22);
ზ) I ნაწილის „გ“ პუნქტის 30-ე ქვეპუნქტით №30 დანართად  დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „გეოლოგია” (დანართი №30);

თ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 34-ე ქვეპუნქტით №34 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა” (დანართი №34);
ი) II ნაწილის „ა“ პუნქტის 35-ე ქვეპუნქტით №35 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია (ქართულ–რუსულენოვანი)” (დანართი №35);
კ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 36-ე ქვეპუნქტით №36 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „პოლიტიკის მეცნიერება” (დანართი №36);
ლ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 37-ე ქვეპუნქტით №37 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “სოციოლოგია” (დანართი №37);
მ) II ნაწილის „ა“ პუნქტის 38-ე ქვეპუნქტით №38 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „სოციალური მუშაობა” (დანართი №38);
ნ) II ნაწილის „ა“ პუნქტის მე-40 ქვეპუნქტით №40 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მსოფლიოს სოციალურ-პოლიტიკური და ტურიზმის გეოგრაფია” (დანართი №40);
ო) II ნაწილის „ა“ პუნქტის 41-ე ქვეპუნქტით №41 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა “საერთაშორისო ურთიერთობები” (დანართი №41);
პ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 43-ე ქვეპუნქტით №43 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “გენდერის კვლევა“ (დანართი №43);
ჟ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 45-ე ქვეპუნქტით №45 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “მედიის კვლევები“ (დანართი №45);
რ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 62-ე ქვეპუნქტით №62 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გეოგრაფია“ (დანართი №62);
ს) II ნაწილის „გ“ პუნქტის 64-ე ქვეპუნქტით №64 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა“ (დანართი №64);
ტ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით №65 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა“ (დანართი №65);
უ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 663 ქვეპუნქტით №219 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია“ (დანართი №219);
ფ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6610 ქვეპუნქტით №295 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №295);
ქ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6611 ქვეპუნქტით №296 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება (ინგლისურენოვანი)“ (დანართი №296);
ღ) II ნაწილის „გ“ პუნქტის 6613 ქვეპუნქტით №305 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ევრაზიისა და კავკასიის კვლევები“ (დანართი №305);
ყ) IV ნაწილის „გ“ პუნქტის 921 ქვეპუნქტით №217 დანართად დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა „ევროპისმცოდნეობა“ (დანართი №217);   
შ) VII ნაწილის „ა“ პუნქტის 191-ე ქვეპუნქტით №225 დანართად დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია“ (დანართი №225);
ჩ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 196-ე ქვეპუნქტით №230 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “განათლების ფსიქოლოგია“ (დანართი №230);
ც) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 205-ე ქვეპუნქტით №239 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “განათლების მეცნიერებები“ (დანართი №239);
ძ) VII  ნაწილის „ბ“ პუნქტის 2062 ქვეპუნქტით №303 დანართად დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა “გავლენების და კომუნიკაციის ფსიქოლოგია“ (დანართი №303);
წ) VII  ნაწილის „დ“ პუნქტის 216-ე ქვეპუნქტით №250 დანართად დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა „პედაგოგიკა“ (დანართი №250);
ჭ) VII  ნაწილის „ზ“ პუნქტის 220-ე ქვეპუნქტით №288 დანართად დამტკიცებული მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“  (დანართი №288).


2. შევიდეს ცვლილება აკრედიტაციის მიზნით „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტით №256 დანართად დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამაში  „კონფლიქტების ანალიზი და მართვა“ და იგი ჩამოყალიბდეს წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №256).


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე