Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№ 02/29 -01

04.02.2026

ქ.თბილისი

 

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით  სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიების შექმნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის საფუძველზე,

 

ვბრძანებ:

 

1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი ღაღანიძე გიორგი - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი  თოდუა ნუგზარ;

გ) პროფესორი კოვზანაძე ირაკლი;

დ) პროფესორი ნარმანია დავით;

ე) პროფესორი საბაური ლევან;

ვ) პროფესორი სიჭინავა დემურ;

ზ) პროფესორი შენგელია თემურ;

თ) ასოცირებული პროფესორი კაციტაძე ნანა

თ) ასოცირებული პროფესორი პაიჭაძე ნუგზარ;

ი) ასოცირებული პროფესორი ჩოხელი ეკა;

კ) ასოცირებული პროფესორი ხარაძე ნატალია

ლ) ასოცირებული პროფესორი კაკაშვილი ნატო - კომისიის მდივანი

2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის  მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) აკადემიკოსი, პროფესორი სილაგაძე ავთანდილ - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) აკადემიკოსი, პროფესორი  პაპავა ვლადიმერ;

გ) პროფესორი ანანიაშვილი იური;

დ) პროფესორი ბერიძე თეიმურაზ;

ე) პროფესორი გელაშვილი სიმონ;

ვ) პროფესორი გველესიანი რევაზ;

ზ) პროფესორი მექვაბიშვილი ელგუჯა;

თ) პროფესორი ტუხაშვილი მირიან;

ი) პროფესორი ხარაიშვილი ეთერ;

კ) ასოცირებული პროფესორი კაკულია ნაზირა;

ლ) ასისტენტ პროფესორი ჩიტალაძე ქეთევან - კომისიის მდივანი.

3.  შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ტურიზმის  მიმართულებით შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი ხელაშვილი იოსებ - კომისიის თავჯდომარე;

ბ) ასოცირებული პროფესორი აბესაძე ნინო

გ) ასოცირებული არღუთაშვილი ვალერი;

დ) ასოცირებული პროფესორი სეთურიძე რუსუდანი

ე) ასოცირებული  ხოხობაია მერაბ;

ვ) ასოცირებული პროფესორი ხუსკივაძე მამუკა

დ) პროფესორის ასისტენტი ჩხიკვაძე ხათუნა - კომისიის მდივანი

 

4. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის (ეკონომიკური და ბიზნესის სტატისტიკა, სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა, ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია, საერთაშორისო ფინანსები, ციფრული ეკონომიკა) და ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით  განხორციელდება 2026 წლის 25 თებერვალს შემდეგ განრიგის შესაბამისად:

4.1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა  (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №19, კორპუსი 10, ოთახი 609, 11:00 სთ) ეკონომიკის მიმართულებით:

ა) ეკონომიკური და ბიზნესის სტატისტიკა - 25.02.2026., 11:00 სთ;

ბ) სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა - 25.02.2026., 11:15 სთ;

გ) ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია - 25.02.2026., 11:30 სთ.,

დ) საერთაშორისო ფინანსები  - 25.02.2026., 11:45 სთ.,

ე) ციფრული ეკონომიკა - 25.02.2026., 12:00 სთ.,

4.2 სამაგისტრო ნაშრომის დაცვა  (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №19, კორპუსი 10, ოთახი 609)

ტურიზმის მიმართულებით:  25.02.2026., 14:00 სთ.

5. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიზნესის ადმინისტრირების  (აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი, მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესი), საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით  განხორციელდება 2026 წლის 27 თებერვალს შემდეგ განრიგის შესაბამისად:

5.1. სამაგისტრო ნაშრომის დაცვა  (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №19, კორპუსი 10, ოთახი 609)

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

ა) აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი - 27.02.2026., 11:00 სთ;

ბ) მენეჯმენტი - 27.02.2026.,  11:30 სთ;

გ) საერთაშორისო ბიზნესი - 27.02.2026., 12:30 სთ.

6. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

ფაკულტეტის დეკანი           პროფესორი         გიორგი ღაღანიძე