"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-2, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის 26 ნოემბრის N19/04 ერთობლივი ბრძანებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2025 წლის 12 დეკემმბრის N32834/10 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერ თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომელის თანამდებობაზე აირჩევა პირი ,რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ ნაშრომებსაც). ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის, არანაკლებ 3 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3.მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
4.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
5.მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.
6.კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 16 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2026 წლის 20 იანვრიდან 2025 წლის 2026 წლის 26 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა.
7.კონკურსი გამოცხადდეს შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
ქართული ლიტერატურის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი – 12 სრული საშტატო ერთეული.
ლიტერატურის თეორიისა და კომპარატივისტიკის სამეცნიერო განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი – 7 სრული საშტატო ერთეული;
მეცნიერი თანამშრომელი – 1 ნახევარი (0.5) საშტატო ერთეული;
ფოლკლორის განყოფილება
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 სრული საშტატო ერთეული.
მეცნიერი თანამშრომელი- 1 სრული საშტატო ერთეული.
მეცნიერი თანამშრომელი- 1 ნახევარი (0.5) საშტატო ერთეული.
რუსთველოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
მეცნიერი თანამშრომელი - 2 სრული საშტატო ერთეული.
ტექსტოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
მეცნიერი თანამშრომელი - 2 სრული საშტატო ერთეული.
8.სამეცნიერო თანამდებობებზე (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო- კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ)ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“.
9.საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2026 წლის 20 იანვრიდან 26 იანვრის ჩათვლით, 1100-საათიდან 1800 საათამდე, ინსტიტუტის შენობაში, თბილისი, მ. კოსტავას ქ. №5, ინსტიტუტის კანცელარია.
10.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
11.ბრძანება განთავსდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
12.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).
13.ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორი ჯაბა სამუშია