Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების,   მე-9   პუნქტის,   42-ე   მუხლის   მე-2   პუნქტის,   თსუ   პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2025 წლის 11 დეკემბრის N32629/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის 2021 წლის 9 თებერვლის № 50/02-01 ბრძანებაში და ბრძანების სათაური დადგინდეს შემდეგი რედაქციით:

„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის და უფროსი მასწავლებლის შერჩევისა  და სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 9 თებერვლის №50/02-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოაყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული განათლების მასწავლებლის და უფროსი მასწავლებლის შერჩევისა და სამსახურში მიღების წესი დანართი N1-ის შესაბამისად.“
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შესაძლებელია გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე