Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, 373 მუხლის  პირველი პუნქტის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული პირის  ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო   უნივერსიტეტის   წესდების    დამტკიცების   თაობაზე“ საქართველოს განათლებისა  და  მეცნიერების   მინისტრის   2013 წლის   11 სექტემბრის    N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    ივანე    ჯავახიშვილის    სახელობის    თბილისის     სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა ,  მე-9  და მე-11 პუნქტების,   ,,სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი  პირობების  დამტკიცების  შესახებ”  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის   N63/2017 დადგენილების დანართი  N1-ის   მე-6  მუხლის   მე-17,  მე-18  და  მე-20  პუნქტების,      პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური  და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის  დებულების, მე-8 მუხლის  მე-7  პუნქტის,  მე-10  მუხლისა,   სსიპ   ივანე  ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ   რექტორისა  და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  4 ივლისის   N10/04 ერთობლივი ბრძანების   და პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის დირექტორის ქეთევან ებრალიძის 2025 წლის 19 ნოემბრის  N30213/10  წერილის  (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2025 წლის 19 ნოემბრის  სხდომის შემაჯამებელი  ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ     სამეცნიერო    - კვლევით   ერთეულში   პეტრე   მელიქიშვილის   სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის  ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე   გამოცხადებული   კონკურსის   შედეგები   (შემაჯამებელი ოქმი)  და განისაზღვრონ არჩეულად:

ა) მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია.

ია ჩიტრეკაშვილი - მთავრი მეცნიერი თანამშრომელი (10 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული,

ბ) ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორია

ბელა ხუციშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული, ანა რაქვიაშვილი - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული,

გ) ორგანულ ნაერთთა ქიმიის  ლაბორატორია.

შოთა ობოლაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით) - 1 საშტატო ერთეული,

2.დაევალოს პერსონალის მართვის  დეპარტმენტს   შრომითი  ხელშეკრულებების   გაფორმება პეტრე  მელიქიშვილის  სახელობის ფიზიკური და  ორგანული  ქიმიის   ინსტიტუტის არჩეულ პერსონალთან.

3.წინამდებარე ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი).

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე