Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის  ,,ლ“ და ჰ4 ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3  ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, და ,,პ” ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის  ,,ა’’,  ,,ნ’’,  ,,ო“  და  ,,პ”  ქვეპუნქტებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის 2025 წლის 2 ოქტომბრის N24808/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესის დამტკიცების თაობაზე’’ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 10 მარტის N8/04 ერთობლივი ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის პერსონალის შერჩევის წესში’’ (შემდგომში -,,წესი’’):

ა) წესის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2.  წინამდებარე წესი არეგულირებს უნივერსიტეტის აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და ენების  ცენტრის,  უნივერისტეტის საშტატო განრიგით გათვალისწინებული, მასწავლებლის (შემდგომში  - ,,პერსონალი“) საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობის მიზნით შერჩევის პროცედურულ საკითხებს.’’;

ბ)  წესის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) უნივერსიტეტის პერსონალის მოქმედი შრომითი ურთიერთობის არსებობა თითოეული კონკრეტული მობილობის სრული პერიოდის განმავლობაში და მობილობის სრულად დასრულებამდე (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პერსონალს არ უნდა ჰქონდეს შრომითი ურთიერთობა  შეჩერებული და აღნიშნული ურთიერთობა არ უნდა ჩერდებოდეს თითოეული კონკრეტული მობილობის დასრულებამდე, პერსონალს არ უნდა ჰქონდეს შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილი და იგი არ უნდა წყდებოდეს თითოეული კონკრეტული მობილობის დასრულებამდე და პერსონალთან დადებული შრომითი  ხელშეკრულების ვადა უნდა აღემატებოდეს თითოეული კონკრეტული მობილობის განხორციელების ვადას);’’;

გ) წესის მე-4 მუხლის მე-11 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) უნივერსიტეტის კრიტერიუმებით შერჩევის შემთხვევაში, ქვემოთ მოცემულ ცხრილზე დაყრდნობით;

    მინიმალური ქულა მაქსიმალური
პროფესიული სტატუსი (0-5 ქულა) რექტორი/რექტორის მოადგილე/დეკანი 0 5

დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი/ცენტრალური ადმინისტრაციული ერთეულის  (დეპარტამენტი, სამსახური, ცენტრი) ხელმძღვანელი

0 4
ფაკულტეტის დეკანის მოადგილე/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე 0 3
საფაკულტეტო ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელი/აკადემიური პროგრამის ხელმძღვანელი 0 2
ERASMUS+ ICM პროგრამების კოორდინირებასთან კავშირში მყოფი ადმინისტრაციულ ან დამხმარე თანამდებობაზე დასაქმებული  პირი 0 1
       
სამეცნიერო რანგი? მთავარი მეცნიერი თანამშრომელი    
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი    
მეცნიერი თანამშრომელი    
       
აკადემიური რანგი
(0-5 ქულა)
პროფესორი 0 5
ასოცირებული პროფესორი 0 4
ასისტენტ პროფესორი 0 2
ასისტენტი 0 1
     
პრეზენტაბელურობა შესარჩევი ინტერვიუს
პროცესში (0-45
ქულა)

აკადემიური მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა მშობლიური ფაკულტეტის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის/აკადემიური პროგრამის  აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერებაზე
ან ადმინისტრაციული მობილობის დროს: შემოთავაზებული სამუშაო გეგმის გავლენა იმ სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე და საერთაშორისო კონტაქტების გაფართოებაზე, სადაც     აპლიკანტი დასაქმებულია კონკურსში მონაწილეობის მომენტში

0 10
  მობილობის შესაძლო გავლენა თსუ-სა და მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის არსებული ინსტიტუციური კავშირების გაძლიერებაზე 0 10
  მობილობის განხორციელების მოტივაცია 0 10
  მობილობისთვის რელევანტულ უცხოურ ენაში კომპეტენციის დონე 0 10
  თსუ-ს მონაწილეობით განხორციელებული გაცვლითი და მობილობის პროგრამების (ადმინისტრირებაზე გავლენა 0 5
ახალი აპლიკანტი (გამოცდილების არ მქონე) (0-4 ქულა) K107/K171 პროგრამაში გამოცდილების არ მქონე - 4 ქულა
1-დან 2 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 3 ქულა
3-დან 4 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 2 ქულა
5 დან 6 მობილობა ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 1 ქულა
6 მობილობაზე მეტი ბოლო 6 სემესტრის განმავლობაში - 0 ქულა
0 1
შეზღუდული შესაძლებლობები (0-
1 ქულა)
შშმპ სტატუსი 0 1

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ქართული ენის, თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების, კავკასიოლოგიის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტების ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი

დ)  წესის მე-5 მუხლის ,,ბ’’ პუნქტის ,,ბ.ე’’  ქვეპუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინარსიის მქონე ,,ბ.ვ’’ ქვეპუნქტი:
,,ბ.ვ)   მიმღებ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამგზავრების თარიღის დადგომამდე, კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით, მიმართოს უნივერისტეტის ადმინისტრაციას მივლინების შესახებ სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით და მივლინებასთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა  განახორციელოს მხოლოდ ხსენებული სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ და მის საფუძველზე.’’.

2.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ      საქმეთა     კოლეგიაში,     მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

რექტორი ჯაბა სამუშია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დ)  წესის     მე-5  მუხლის     ,,ბ’’  პუნქტის ,,ბ.ე’’  ქვეპუნქტის  შემდეგ  დაემატოს  შემდეგი შინარსიის მქონე ,,ბ.ვ’’ ქვეპუნქტი:
,,ბ.ვ)   მიმღებ   უმაღლეს  საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გამგზავრების   თარიღის დადგომამდე, კანონმდებლობითა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტებით დადგენილი  წესით,  მიმართოს უნივერისტეტის  ადმინისტრაციას მივლინების   შესახებ სამართლებრივი   აქტის    გამოცემის    მიზნით   და    მივლინებასთან    დაკავშირებული 
ნებისმიერი   აქტივობა  განახორციელოს მხოლოდ ხსენებული  სამართლებრივი  აქტის გამოცემის შემდგომ და მის საფუძველზე.’’.

2.   ბრძანების    უნივერსიტეტის   ოფიციალურ    ვებგვერდზე   გამოქვეყნება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების     ყველასათვის     ხელმისაწვდომ     ადგილზე      განთავსება     დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  შეიძლება გასაჩივრდეს მისი   ძალაში  შესვლიდან  ერთი  თვის   ვადაში   ქ.  თბილისის   საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ      საქმეთა     კოლეგიაში,     მისამართზე  - ქ. თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64.

 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

რექტორი ჯაბა სამუშია