Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების   შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის    11 სექტემბრის   №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2021 წლის   18 ოქტომბრის  N90/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული   „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს  ცვლილება ,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წელს დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის  განსაზღვრის  შესახებ”  რექტორის  2025 წლის  31 ივლისის  N 161/01-01  ბრძანებაში და მე-3 პუნქტს დაემატოს  „ო¹“ და ო² ქვეპუნქტი  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:



ო¹) გამოცდა   სპეციალობაში   (იმ   საგანმანათლებლო პროგრამების  დოქტორანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც   მოეთხოვებათ    ზეპირი     კომპონენტის     ჩაბარება) შედეგების გასაჩივრება – 19 სექტემბერი.

ო²)  აპელაციის  ((გამოცდა  სპეციალობაში)  იმ  საგანმანათლებლო პროგრამების დოქტორანტობის  კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი  კომპონენტის ჩაბარება) შედეგების გამოცხადება – 19 სექტემბერი.

2.  ბრძანების დაინტერესებული პირისთვის  გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას;
3.  ბრძანების  უნივერსიტეტის     ოფიციალურ    ვებგვერდზე       განთავსება      დაევალოს
უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია