Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე  მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის No135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა“, „ბ“,  „ო“ და  „პ“  ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  2024 წლის 22 აგვისტოს N21738/26 წერილის საფუძველზე,ვბრძანებ:


ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2025-2026 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 18 აგვისტო - 29 სექტემბერი; 
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 სექტემბერი-29 სექტემბერი;
ა.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები- 29 სექტემბერი-27 დეკემბერი, 5 – 17 იანვარი;
ა.დ) საგამოცდო პერიოდი- 20 იანვარი- 7 თებერვალი(დასკვნითი გამოცდები), 13-20 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე) არდადეგები - 29 დეკემბერი - 4 იანვარი; 21 თებერვალი - 1 მარტი.

ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 9 თებერვალი - 2 მარტი; 
ბ.ბ) აკადემიური  რეგისტრაცია - 23 თებერვალი - 2 მარტი;
ბ.გ) სააუდიტორიო  მეცადინეობები - 2 მარტი - 13 ივნისი;
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 15 ივნისი- 4 ივლისი (დასკვნითი  გამოცდები), 10- 17 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ბ.ე) არდადეგები - 18 ივლისი - 26 სექტემბერი.

2.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე