Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული  კოდექსის  51-ე  მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   საჯარო   სამართლის  იურიდიული  პირის   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9   პუნქტის, მე -11 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში  მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის  2021 წლის  31 მაისის   N15/04 ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ   - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის  მე-18  - 21-ე  პუნქტების  და  საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 19951/10; 08.08.2025) საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.ჩატარდეს სააპლიკაციო დოკუმენტაციის განხილვა /შეფასების ეტაპი პარტნიორი ლ’აკვილას  უნივერსიტეტის   მიერ   თბილისის  სახელმწიფო
უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის მაგისტრატურისა  და  დოქტორანტურის  საფეხურის  სტუდენტებისთვის
2025/2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის  მიერ დაფინანსებული   ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.   კონკურსი ჩატარდეს 2025 წლის 11 აგვისტოს.
3.   დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ნანა  შათაშვილი,   თსუ-ს ზუსტ  და  საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ციციშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) მერაბ გოგბერაშვილი, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4.   დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა
დეპარტამენტის  მთავარი სპეციალისტი ირინა გამყრელიძე
5.   დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის  სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა  დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე