Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების  შესახებ"   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტების, 32-ე მუხლის  მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის  პირველი და მე-2 პუნქტების, 35- ე მუხლის  მე- 3 პუნქტის, „კორუფციის  წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის, მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8  პუნქტის „ა", „ბ" და  „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე- 3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის   სახელმწიფო  უნივერსიტეტის   აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის   N118 დადგენილების  - „ სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი  N10 29. 12. 2014წ), თსუ  აკადემიური საბჭოს   2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების  - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი,  ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა  და პირობების  დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3,18.03.2024წ),  „სსიპ  - ივანე   ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2025 წლის   25 ივლისის  № 12/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2025 წლის 4 აგვისტოს N19540/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ- პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის   ასისტენტ-პროფესორად   4   (ოთხი)   წლის   ვადით   შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის  შემაჯამებელი  ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 24 ოქტომბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ასისტენტ- პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის   სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი
ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური  ლიტერატურა) ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია) ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური  ენა)
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია) ვიზუალური ხელოვნების  სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი სახვითი  ხელოვნების კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია) თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების  სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი
თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების  კათედრა ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („გ“ კატეგორია) ფილოსოფიის სასწავლო– სამეცნიერო ინსტიტუტი თეორიული ფილოსოფიის  კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული („ა“ კატეგორია)
5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის  ანკეტა, შევსებული დადგენილი  ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა  იყოს როგორც ნაბეჭდი,  ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); 
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამოტივაციო წერილი;
6.   საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 22 სექტემბრის  ჩათვლით, 9-დან 17 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო  დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7.   ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური  საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის  მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი  აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე)  და  დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის  დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ  "თბილისის უნივერსიტეტის"ელექტრონულ გვერდზე;
9.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია