Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,კორუფციის წინააღმდეგ  ბრძოლის  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-18 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2025 წლის  25 ივლისის  N12/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას 2025 წლის 4 აგვისტოს N19483/28 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ  პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2025 წლის 7 აგვისტოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 17 ოქტომბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

ბიოლოგიის დეპარტამენტი

გენეტიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
მცენარეთა ფიზიოლოგიის მიმართულება
ასოცირებული პროფესორი -1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
გეოგრაფიის დეპარტამენტი ნიადაგების გეოგრაფიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
საქართველოს გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია

გეოლოგიის დეპარტამენტი
მინერალოგია-პეტროლოგიისა და სასარგებლო წიაღისეულის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 2 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
 

კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
თეორიული ინფორმატიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია,
1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია,
1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
 

მათემატიკის დეპარტამენტი
ალბათობის თეორისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრა 

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
ალგებრა-გეომეტრიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
დიფერენციალური განტოლებების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 3 საშტატო ერთეული - ა კატეგორია,
1 საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
მათემატიკური ანალიზის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 4 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
მათემატიკის დეპარტამენტი,  კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
მათემატიკური ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურების კათედრა (ინტერდისციპლინური)

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
რიცხვითი ანალიზის და გამოთვლითი ტექნოლოგიების კათედრა (ინტერდისციპლინური)
ასოცირებული პროფესორი - 1  საშტატო ერთეული - ა კატეგორია,
2  საშტატო ერთეული - ბ კატეგორია
 

ფიზიკის დეპარტამენტი
ატომისა და ატომბირთვის ფიზიკის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების კათედრა
ასოცირებული პროფესორი -1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
რადიოფიზიკის, ფიზიკური პროცესების მოდელირების მიმართულება
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
 

ქიმიის დეპარტამენტი
ზოგადი, არაორგანული, მეტალორგანული ქიმიის კათედრა

ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - ა კატეგორია
 


5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა  „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2025 წლის 8 სექტემბრიდან 2025 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ ელექტრონულ გვერდზე;
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია